დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 25/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2003 - 11/01/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №402
2003 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი).
2. თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს. გოგიბერიძე), მასვე დაევალოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება და გადასცეს ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის მიხედვით ყოველწლიურად განსაზღვროს თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) და იგი ბიუჯეტში კულტურის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოიყოს ცალკე სტრიქონად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები