დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს №402 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016416 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №26
2012 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს № 402 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს № 402 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., № 92, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში – თეატრი).“.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) თეატრის დებულების დამტკიცება;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები