მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.019529
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
463
10/10/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
200250000.10.003.019529
მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/10/2016 - 03/07/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2016 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №416 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს 

1. ავტოტექნიკური მომსახურება.

2. სწრაფი კვების მომსახურება.

3. საფოსტო მომსახურება.

4. სამედიცინო მომსახურება.

5. სარეკლამო მომსახურება.

6. ლაბორატორიული მომსახურება.

7. საპროექტო, დიზაინერული მომსახურება.

8. საექსპედიტორო მომსახურება.

9. სახანძრო მომსახურება.

10. ექსპერტიზის მომსახურება.

11. დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება.

12. ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება.

13. ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება.

14.  პირველ მე-13 პუნქტებში ჩამოთვლილი მომსა­ხურებების გარდა,  ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღი­რე­ბულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.

          


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.