„მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.020026
317
03/07/2017
ვებგვერდი, 05/07/2017
200250000.10.003.020026
„მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №317

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2016, 200250000.10.003.019529) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

1. ავტოტექნიკური მომსახურება.

2. სწრაფი კვების მომსახურება.

3. საფოსტო მომსახურება.

4. სამედიცინო მომსახურება.

5. სარეკლამო მომსახურება.

6. ლაბორატორიული მომსახურება.

7. საპროექტო, დიზაინერული მომსახურება.

8. საექსპედიტორო მომსახურება.

9. სახანძრო მომსახურება.

10. ექსპერტიზის მომსახურება.

11. დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება.

12. ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება.

13. ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება.

14. სალიზინგო მომსახურება.

15. ამ ნუსხის პირველ – მე-14 პუნქტებში ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი