დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016724 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/10/2016 - 28/12/2016)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი
|
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში - დაწესებულება) შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა (შემდგომში - პაციენტი) დაზიანების აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგრაფირების წესს.
მუხლი 2 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი პაციენტს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად. 2. სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. 3. ინფორმირებული თანხმობის მიღებამდე, ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ვინაობის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, სამედიცინო შემოწმების მიზნისა და ხასიათის, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, ასევე შემოწმებასთან და სავარაუდო დაზიანების შესახებ სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. პაციენტს უნდა განემარტოს სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმისა და ალტერნატიული სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება. 4. პაციენტის ინფორმირებული თანხმობის შემდგომ, ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ფორმის (შემდგომში - დაზიანების აღრიცხვის ფორმა) (დანართი №1) მიხედვით და ვალდებულია, დოკუმენტურად ასახოს შემოწმების შედეგები. 5. სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი ან თანხმობა უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება არ უნდა ჩატარდეს. პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში.
მუხლი 3 1. სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს კონფიდენციალურ გარემოში, როგორც წესი, ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის გარეშე. 2. შემოწმებაზე მესამე პირის დასწრება დაუშვებელია. თუ ექიმი, თავისი ან პაციენტის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაწესებულების მოსამსახურის დასწრებას, სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით, მოსმენის გარეშე. 3. თუ ექიმის მოთხოვნის მიუხედავად ან/და პაციენტის სურვილით ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონფიდენციალური გარემო, ექიმი ვალდებულია დანართი №1-ის შესაბამის გრაფაში გააკეთოს აღნიშვნა დამსწრე პირის მონაცემების მითითებით.
მუხლი 4 1. დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას, სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით. 2. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი აცხადებს, რომ აწამეს და ან მის მიმართ განხორციელდა სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, თუმცა არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება, ექიმი მაინც ახდენს სხეულის იმ ნაწილების ფოტოგადაღებას, რომლებზეც პაციენტის მითითებით მიადგა დაზიანებები. 3. ფოტოგრაფირების დროს გამოყენებული უნდა იყოს სახაზავი ან სხვა საშუალება, დაზიანების მასშტაბის განსაზღვრის მიზნით. 4. ფოტოსურათზე აღნიშნული უნდა იყოს ფოტოგრაფირების თარიღი და დრო, საათისა და წუთის მითითებით, ასევე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი და პაციენტის ინიციალები).
მუხლი 5 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, შესახებ სავარაუდო კვალის უგულებელყოფა, არასათანადო აღწერა ან/და გაყალბება დაუშვებელია და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6 1. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექიმი ვალდებულია: ა) ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ინფორმაცია, დაუყოვნებლივ, სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს; ბ) სხვა შემთხვევაში ინფორმაცია, დაუყოვნებლივ, სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 2. ექიმი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინება აღრიცხოს სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რომელშიც მიეთითება შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი, შეტყობინების გადაცემის დრო (თარიღი, საათი და წუთი), შეტყობინების გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და თანამდებობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. ჟურნალის შენახვა-გამოყენებაზე ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი წესები.
მუხლი 7 ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, დანაშაულის ნიშნების არსებობისას ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, რა დროსაც დაწესებულების ექიმი უზრუნველყოფს შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმისა და ფოტოსურათების (ციფრული მატარებლით) სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისათვის წარდგენას.
მუხლი 8 1. ამ წესის მიზნებისათვის ფოტოგრაფირება ხორციელდება სპეციალური ფოტოაპარატის მეშვეობით, რომლის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების მთავარი ექიმი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ექიმი. 2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული მიზნისთვის იმგვარი ფოტოაპარატის გამოყენება, რომელსაც აქვს ინტერნეტთან უსადენოდ წვდომის ფუნქცია ან/და აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიით. 3. ფოტოაპარატი ინახება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელსაც გააჩნია საკეტი და უზრუნველყოფილია გარეშე პირთაგან ფოტოაპარატის სათანადო დაცვა. 4. ფოტოაპარატის გამოყენება დაუშვებელია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისა. 5. ფოტოაპარატი, რომელშიც შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მოთავსება, ან/და USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება, დალუქული უნდა იყოს სპეციალური ლუქის გამოყენებით იმგვარად, რომ მეხსიერების ბარათის ამოღება/USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე. 6. ფოტოაპარატს ლუქავს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო ლუქის მთლიანობას და შენახვა-გამოყენების წესების დაცვას პერიოდულად ამოწმებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მუხლი 9 ფოტოაპარატისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის გადაბარებისას მოწმდება ლუქის მთლიანობა და ივსება ფოტოაპარატისა და სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალის გადაბარების ჟურნალი (დანართი №3). ლუქის მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში - მთავარი ექიმი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმი ან სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები