„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016896
138
30/11/2017
ვებგვერდი, 30/11/2017
100110000.22.038.016896
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №138

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 27/10/2016, 100110000.22.038.016724) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი ან თანხმობა უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება ამ ბრძანებით დადგენილი წესით არ უნდა ჩატარდეს.“;

) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში და გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს. პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების ექიმი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება პაციენტს. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა საგამოძიებო დეპარტამენტის სატელეფონო საშუალებით ინფორმირებაც.“.

2. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა საგამოძიებო დეპარტამენტის სატელეფონო საშუალებით ინფორმირებაც.

2. ექიმი ვალდებულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინება აღრიცხოს სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რომელშიც მიეთითება შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი, შეტყობინების გადაცემის დრო (თარიღი, საათი და წუთი), შეტყობინების გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და თანამდებობა.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზვიად მიხანაშვილი