ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016180
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
07/09/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
010250020.35.174.016180
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2016 - 21/09/2016)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2016 წლის 7 სექტემბერი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტებს და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მიღებულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი



დანართი №1

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 1.1 ეს  წესი  განსაზღვრავს  გორის საპატიო მოქალაქის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.

   1.2. გორის საპატიო მოქალაქის  წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი,  პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ გორის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

1.3. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. შესაძლებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.


მუხლი 2. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
2.1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ვ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.

2.2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა;

   ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.


მუხლი 3. საპატიო  წოდების მინიჭება
 3.1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

3.2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო  წოდების მინიჭების  სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს ქალაქ გორის მუნიციალიტეტის მერი.

3.3  განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საპატიო წოდების მინიჭების უფლება ენიჭება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს.

3.4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი  „საპატიო  წოდების“   მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას  იღებს  ბრძანების სახით.

3.5. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის:

ა) ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი;

 ბ) დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.


მუხლი 4. საპატიო  წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
4.1. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის  დამზადებას მერის  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.

4.2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქალაქის გორის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

4.3. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.

4.4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.

4.5. საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.

4.6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება).


მუხლი 5. საპატიო მოქალაქის წოდების  ჩამორთმევის საფუძვლები
5.1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა: 

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;

გ) ზოგადზნეობრივი ნორმები, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება;

დ) საკუთარი სურვილით.

5.2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საპატიო წოდების მინიჭების  სამუშაო ჯგუფის  დასკვნის  საფუძველზე.


მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
6.1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნას საპატიო წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი.

6.2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისთვის აუცილებელ სიმბოლიკაზე მუშაობა.