„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016183
47
21/09/2016
ვებგვერდი, 23/09/2016
010250020.35.174.016183
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2016 წლის 21 სექტემბერი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge  09/09/2016, 010250020.35.174.016180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

მიღებულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს  წესი  განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.

  2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი,  პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ გორის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. შესაძლებელია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.


მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ვ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


მუხლი 3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს ქალაქ გორის მუნიციალიტეტის მერი.

3.  განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების უფლება ენიჭება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის წოდების“   მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას  იღებს  ბრძანების სახით.

5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის:

ა) ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.


მუხლი 4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას შესაბამისი კანდიდატურის სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის შემდეგ, კანდიდატურის წარმდგენი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას და კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათს ზომით 3X4;

2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის  დამზადებას მერის  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.   

3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქალაქის გორის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.

5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მიმღებს, მისი მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.

6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე. 

7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება).


მუხლი 5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების  ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:  

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.

2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  სამუშაო ჯგუფის  დასკვნის  საფუძველზე.


მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი.

2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისთვის აუცილებელ სიმბოლიკაზე მუშაობა.