სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კოოპერატივ „რკ ვაშნარისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კოოპერატივ „რკ ვაშნარისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022101
  • Word
1690
17/08/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
000000000.00.003.022101
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კოოპერატივ „რკ ვაშნარისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1690

2016 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კოოპერატივ „რკ ვაშნარისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ კოოპერატივ „რკ ვაშნარს“ (ს/კ: №437063455) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში მდებარე 57000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.06.23.083) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 285 (ორას ოთხმოცდახუთი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის   მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კოოპერატივ„რკ ვაშნარს“ შორის 2016 წლის 15 ივნისს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (APMAGT000006/1)“ შესაბამისად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ამავე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთზე ჩაის მოყვანის უზრუნველყოფა ყოველწლიურად და ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, ყოველი მე-5 წლის ბოლოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთის საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან მე-15 წელს და შემდგომ, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

4. კოოპერატივ „რკ ვაშნარის“ მიერ წარდგენილი პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტისათვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი