წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.175.016128
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
16/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
010190020.35.175.016128
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/08/2016 - 09/08/2018)

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. მცხეთა

 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია სააგიტაციო მასალის/საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლასია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთის, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე დანართ 1-ში მითითებულ სხვა შენობა-ნაგებობებზე.
მუხლი 2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
მუხლი 3
საარჩევნო პლაკატები გაეკრას/განთავსდეს სპეციალური დანართ 2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. აღნიშნული დანართით გათვალისწინებული ტერიტორიების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას  1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 6
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი



დანართი 1

         ობიექტები, რომელზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება    

                      

                     მისამართი

1

ქ.მცხეთა

არსენა ოძელაშვილის ძეგლი

2

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სანდრო კანდელაკის ძეგლი

3

ქ.მცხეთა

მამულაშვილის №7 მიხეილ მამულაშვილის ბაღი

4

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის №136-ში მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკის შენობა

5

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის №51 ქუჩაზე მდებარე ცესკოს შენობა

6

ქ.მცხეთა

დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა

7

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის №73-ში მდებარე ყოფილი გამგეობის შენობა

8

ქ.მცხეთა

რუსთაველის №72-ში მდებარე №5  ბაგა-ბაღი

9

ქ.მცხეთა

არმაზის დასახლება № 6 საბავშვო ბაღი

10

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის №106-ში მდებარე №1 საბავშვო ბაგა-ბაღი

11

ქ.მცხეთა

გმირის №16-ში მდებარე №3 საბავშვო ბაგა-ბაღი

12

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის №150-ში მდებარე №4 საბავშვო ბაგა-ბაღი

13

ქ.მცხეთა

ნარეკვავის №2ა-ში მდებარე №2 საბავშვო ბაგა-ბაღი

14

ქ.მცხეთა

მცხეთის №1 საჯარო სკოლა

15

ქ.მცხეთა

მცხეთის №2 საჯარო სკოლა

16

ქ.მცხეთა

ა(ა)იპ „მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა“.

 


დანართი 2

       ობიექტები, რომელზეც შესაძლებელია სააგიტაციო მასალებს განთავსება  

 

                      მისამართი

1

ქ.მცხეთა

გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები

2

ქ.მცხეთა

№1 საჯარო სკოლის ეზოში არსებული მინისტადიონი

3

ქ.მცხეთა

აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებული სკვერებში არსებული კედლები

4

ქ.მცხეთა

სამხედროს №9-ში არსებული შენობა და მის მოპირდაპირედ არსებული საყრდენი კედელი

5

ქ.მცხეთა

სამხედროს №12ა-სთან არსებული სკვერების საყრდენი კედელი

6

ქ.მცხეთა

სამხედროს ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი (საჯარო რეესტრიდან ღართიკარის ხევამდე)

7

ქ.მცხეთა

ყოფილი სამშობიაროდან თბილისი-სენაკი-ლესელიძეს გზატკეცილამდე არსებული საყრდენი კედელი

8

ქ.მცხეთა

აღმაშენებლის ქუჩაზე გედსემანიის მონასტრის ასასვლელიდან მდ.მტკვარზე გადასასვლელ ხიდამდე არსებული საყრდენი კედელი

9

ქ.მცხეთა

ფარნავაზის მოედანზე არსებული საყრდენი კედელი

10

ქ.მცხეთა

წერეთლის ქუჩაზე ყოფილი ტურბაზის შესასვლელში არსებული კედელი

11

ქ.მცხეთა

თაყაიშვილის ქუჩაზე და არმაზის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი.