დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.35.153.016462 |
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე, აგრეთვე დანართი №1-ში მითითებულ სხვა ობიექტებზე.
|
| მუხლი 2 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა დასაშვებია დანართი №2-ით განსაზღვრულ ობიექტებზე. გარდა ამისა, სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
|
| მუხლი 3 |
წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გამოფენა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, მხოლოდ მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადგილებზე, თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს №24 (matsne.gov.ge. 010190020.35.153.016337, 16.08.2016 წ.) და „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 აგვისტოს №15 (matsne.gov.ge. 010190020.35.175.016128, 17.08.2016 წ.) დადგენილებები.
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
|
ობიექტები, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა
|
1. ქალაქ მცხეთაში:
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე
|
დანართი N2
|
ობიექტები, რომლებზეც დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა
|
1. ქალაქ მცხეთაში
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები