დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/08/2016 - 28/10/2016)
|
„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016186, 17/12/2015) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
|
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„თ1) განიხილოს გამგებლის მიერ ინიცირებული დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცებულ –
„ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ (შემდგომში „სახელმწიფო პროგრამით“) სარგებლობას; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს – საკუთარი ინიციატივით, დაინტერესებული პირის განცხადებით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;“ ; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „მე-9“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საერთო კრების მოწვევის თარიღი შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა.“ |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის დაემატოს „მე-131“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „131. მუნიციპალიტეტის გამგებელი, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების შემთხვევაში უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებას ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „მე-2“ და „მე-3“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული. 3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები