„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016205
18
28/10/2016
ვებგვერდი, 31/10/2016
010250050.35.134.016205
„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2016 წლის 28 ოქტომბერი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილების მე-4 პუნქტის შესამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: სსმ, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016186, 17/12/2015) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ1) მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით განიხილოს „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებიდან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადება;

2) განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლების საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში. განსაზღვრულ ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.

3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“ .
მუხლი 2
ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან „ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს №15 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: სსმ, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016202, 15/08/2016).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე