„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016268
22
05/08/2016
ვებგვერდი, 12/08/2016
010250020.35.152.016268
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2016 წლის 5 აგვისტო

ქ.დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის  №13 დადგენილებაში (matsne.gov.ge; 29/04/2015; 010250020.35.152.016220 ). კერძოდ:

ა) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის – ფინანსისტის 3 საშტატო ერთეული შემცირდეს ერთი საშტატო ერთეულით. შესაბამისად, დადგენილების დანართი №1-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს“ 8.2.2 სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

8.2.2

მთავარი სპეციალისტი-ფინანსისტი

560

2

ბ) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის – ბუღალტერის 3 საშტატო ერთეული გაიზარდოს 1 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, დადგენილების დანართი №1-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს“ 8.3.2 სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

8.3.2

მთავარი სპეციალისტი-ბუღალტერი

560

4

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი