დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.35.154.016270 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2016 - 07/09/2016)
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
|
მუხლი 2.
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
|
მუხლი 3.
|
საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოიყოს სპეციალური ადგილები დანართი №2 შესაბამისად. სპეციალური ადგილების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
|
მუხლი 4.
|
ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ, ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
|
მუხლი 5.
|
ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტის გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
|
მუხლი 6.
|
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 7.
|
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
2016 წელს ჩასატარებელ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, შემდეგ ადგილებზე:
|
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე; (ეკლესია-მონასტრები).
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში; 3. დ.თიანეთში მდებარე სასამართლოს, პოლიციის და სოფ.ხევსურთსოფელში მდებარე პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში; 4. თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საგზაო ნიშნებზე. |
დანართი №2
|
2016 წელს ჩასატარებელ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად მოხდეს შემდეგი ადგილების გამოყოფა:
|
1. დაბა თიანეთსა და ზემო თიანეთს შორის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია;
2. დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროფესიული სასწავლებლის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი; 3. თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი; 4. დ. სიონში თიანეთის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორია; 5. სოფ. ბოჭორმაში არსებული ყოფილი კლუბის მიმდებარე ტერიტორია; 6. სოფ. ორხევში მგზავრთა მოსაცდელთან არსებული ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია; 7. სოფ. ჟებოტაში ცენტრალურ გზაზე არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 8. სოფ. ჩეკურაანთგორში ცენტრალურ გზაზე მდებარე საკრებულოს შენობიდან 50 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი; 9. სოფ. ჩეკურაანთგორში სკოლის შენობიდან 70 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი; 10. სოფ. სიმონიანთხევში ცენტრალური გზა, საკრებულოს ეზოდან აღმოსავლეთ მხარეს არსებული ტერიტორია; 11. სოფ. გორანაში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობის მარცხენა მხარეს არსებული ტერიტორია; 12. სოფ. თოლენჯში ცენტრალურ გზაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის წინ არსებული თავისუფალი ადგილი; 13. სოფ. ზარიძეების სპორტული მოედნის მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი; 14. სოფ. ჯიჯეთში ცენტრალურ გზასთან არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია; 15. სოფ. ქვემო ნაქალაქარის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს არსებული ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია; 16. სოფ. მაგრანეთში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია; 17. სოფ. ახალსოფელში ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 18. სოფ გოჯიაანებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია; 19. სოფ. ჩაბანოში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია; 20. სოფ. ჭიაურაში გზაჯვარედინზე არსებული ტერიტორია; 21. სოფ. ტუშურებში ცენტრალურ გზაზე არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია; 22. სოფ. ხევსურთსოფლის სკოლის შენობიდან 150 მეტრში არსებული ტერიტორია; 23. სოფ. ღულელების შესასვლელში არსებული ტერიტორია; 24. სოფ. ღულელების სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია; 25. სოფ. ღულელების საჯარო სკოლიდან 70-80 მეტრში არსებული ტერიტორია; 26. სოფ. არტნის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია; 27. სოფ. დულუზაურებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს. 28. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტერიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებში განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები