„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.154.016274
22
07/09/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
010190020.35.154.016274
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 7 სექტემბერი

დაბა თიანეთი

 

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წინასაარჩევნო  კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს  №18  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 11/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.35.154.016270) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, შემდეგ ადგილებზე:“

3. დანართი №2-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოსაყოფი ადგილები“

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1.ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცულ იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით.

2. ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.

3. ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, №2 დანართით განსაზღვრულ თითო ადგილას, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე  განისაზღვროს 3 ცალით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური