დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016204 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
21
05/08/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
010250050.35.106.016204
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/08/2016 - 28/03/2017)
|
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები: |
ა)
ჭყონდიდელის ქუჩა №3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია (N3.4. - 1 ცალი); |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. (№3.2. - 1 ცალი); |
გ)
ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ) დგომა აკრძალულია (№3.28 - 1 ცალი); |
დ)
9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი (N5.5 - 1 ცალი); |
ე)
9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ცალმხრივი მოძრაობის დასასრული (N5.6. - 1 ცალი); |
ვ)
9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ ( №2.1 - 2 ცალი); |
ზ)
9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე 9 აპრილის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (N2.4 - 2 ცალი); |
თ)
ბერიას ქუჩაზე სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი (№5.5 - 1 ცალი); |
ი)
სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ (№2.1 - 2 ცალი); |
კ)
სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4 - 2 ცალი); |
ლ)
თენგიზ ქაჯაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე, ჭყონდიდელის ქუჩის მხრიდან „დაუთმე გზა“ (№2.4. - 2 ცალი); |
მ)
თამარ მეფის სანაპიროზე გორგასლის ქუჩის მხრიდან „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ (№3.4. - 1 ცალი); |
ნ)
ყაზბეგის ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე, ყაზბეგის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ (№3.4. - 1 ცალი); |
ო)
კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი ,,მთავარი გზის მიმართულება’’ (№7.13. - 2 ცალი), აღმაშენებლის მხრიდან - 1 ცალი; |
პ)
კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფოთის მიმართულებით განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4. - 1 ცალი); |
ჟ)
კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ (№2.1. - 2 ცალი); |
რ)
კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4. - 2 ცალი). |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები