საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021909
  • Word
1499
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021909
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1499

 2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე

     1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებებიდან, მიმართოს საჭირო თანხა სამინისტროს მიერ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,  ქ. თბილისში,  დოდაშვილის ქ. 18/22-ში; დიდი დიღმის I მ/რ-სა და კალოუბნის ქ. №22-ში შეძენილ, ასევე ქ. ახალციხეში, რუსთაველის №113-ში, ქ. ქუთაისში, დადიანის ქ. №5-სა და  ქ. ხაშურში, სააკაძის ქ. №2-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში, გათბობის სისტემისა და ცხელი წყლით უზრუნველყოფისათვის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიით წყლის გამაცხელებლებისა და ბუნებრივი აირის გამათბობლების თანმდევი მონტაჟის მომსახურებით შესყიდვისათვის.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი