დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 351 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 370040000.10.003.019416 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/07/2016 - 27/07/2018)
|
იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წარმოებისათვის შემდეგი დასახლებები:
1. კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი). 2. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). 3. არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). 4. არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). 5. სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი). 6. მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). 7. ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი). 8. ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი). 9. ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი). 10. საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი). 11. მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი). 12. შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი). |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2018 წლის 1 ივლისამდე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები