იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია

იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 370040000.10.003.019416
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
351
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
370040000.10.003.019416
იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/07/2016 - 27/07/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია

მუხლი 1
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის    24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  განისაზღვროს საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წარმოებისათვის შემდეგი დასახლებები:

1.  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი).

2.  ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

3.  არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).

4.  არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).

5.  სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).

6.  მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

7.  ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

8.  ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

9.  ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).

10.   საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).

11.  მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

12.  შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი). 

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2018 წლის 1 ივლისამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.