დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-139 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340120000.22.032.016212 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (04/08/2016 - 22/10/2019)
|
საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანება.
|
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების
სახელმწიფო კატალოგი თავი I. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატები
მუხლი 1.მარტივი სასუქები
მუხლი 2. კომპლექსური სასუქები
მუხლი 3. კომპლექსური სასუქები მიკროელემენტებით
მუხლი 4. ორგანული სასუქები
მუხლი 5. ორგანო-მინერალური სასუქები
მუხლი 6. მიკრო სასუქები
მუხლი 7. ბაქტერიული სასუქები
შენიშვნა : 1. აგროქიმიკატების გამოყენება ხდება ტარის ეტიკეტზე დატანილი რეკომენდაციების შესაბამისად (კულტურა, დოზა, ხერხი, ვადა, შეტანის ჯერადობა). 2. აგროქიმიკატის გამოყენება უნდა მოხდეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით. 3. დასაშვებია „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს N2-129 ბრძანებით კატალოგში შეტანილი აგროქიმიკატების მხოლოდ რეალიზაცია და გამოყენება. 4. აგროქიმიკატების ვარგისიანობა დგინდება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
თავი II. აგროქიმიკატების ჩამონათვალი, რომელთა ნაშთების რეალიზაცია და გამოყენება დაშვებულია ვარგისიანობის ვადის გასვლამდე
მუხლი 8.მარტივი სასუქები
მუხლი 9. კომპლექსური სასუქები
მუხლი 10. კომპლექსური სასუქები მიკროელემენტებით
მუხლი 11. ორგანული სასუქები
მუხლი 12. ორგანო-მინერალური სასუქები
მუხლი 13. მიკრო სასუქები
მუხლი 14. მელიორანტები და აგრომადნეულები
შენიშვნა : 1. აგროქიმიკატის ვარგისიანობის დასადგენად ტარდება მისი ლაბორატორიული კვლევა. 2.აგროქიმიკატების გამოყენება ხდება ტარის ეტიკეტზე დატანილი რეკომენდაციების შესაბამისად (კულტურა, დოზა, ხერხი, ვადა, შეტანის ჯერადობა). 3. აგროქიმიკატის გამოყენება უნდა მოხდეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით.
|
დოკუმენტის კომენტარები