2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430120000.22.022.017155
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
81/ნ
27/07/2016
ვებგვერდი, 28/07/2016
430120000.22.022.017155
2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2016 - 29/09/2017)

2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2016 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,2016-2017 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №158 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები,  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი 1
2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი (შემდგომში − წესი) ადგენს 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.

2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება.

3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიმართვის საფუძველზე.


მუხლი 2. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი
სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის  მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში:

ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად;

გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა.


მუხლი 3. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები):

ა) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბ) სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

გ) სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დ) სსიპ აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ე) სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ვ) სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ზ) სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

თ) სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


მუხლი 4. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული  საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად.

2. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით  განსაზღვრული ადგილების  რაოდენობას.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების  დარგზე/სპეციალობაზე  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.

4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას, თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ან სტუდენტთა მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მათ შორის 2016 წელს ან 2016 წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში ან სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის/შიდა მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის/შიდა მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს. თუ, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

7. თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველ პირებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

8. მიმღები უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტს მოსთხოვოს სწავლის საფასურის გადახდა, შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მეშვეობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარჩენილი დროის მონაკვეთში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების საჭიროებისას.

9. მობილობის/შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია.

10. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზევით, რომლებიც არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 5. პროგრამული დაფინანსების ოდენობა
1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად, თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე  უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად  გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“   31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

3. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“   39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას.


მუხლი 6. პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა
1. დაუშვებელია ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა. ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის, მობილობით/შიდა მობილობით გადასვლის ან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად უნივერსიტეტს თანხა მიეცემა მხოლოდ იმ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე გათვალისწინებული ადგილისათვის, რომელზეც პირმა პირველად განაგრძო სწავლა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში.

2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით/შიდა მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული პირების სწავლის დასაფინანსებლად, რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.


მუხლი 7. უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის მომზადება და გამოცემა
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და  სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს.

3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის.


მუხლი 8. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ  ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.

3. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების  გადატანა.


მუხლი 9. პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
1.  სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უნივერსიტეტების მითითებით.

2.  უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.


მუხლი 10. პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა
1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე,  თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი  ნოემბრის შემდგომ.

2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.

3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.


მუხლი 11. პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები
1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე:

ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება;

ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;

გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა.

2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან  სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:

ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად;

ბ)  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა;

გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს.

3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება.

4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად.

5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული  მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის.


მუხლი 12. სამინისტროს უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია).

2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო.


მუხლი 13. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება.

2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში:

ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე  ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები;

ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას).



დანართი 2
2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები,  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

1. 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე:

 

 კოდი

მიმართულება

კოდი

დარგი/სპეციალობა

01

აგრარული მეცნიერებანი

0101

აგრონომია

0102

ვეტერინარია

0103

მეცხოველეობა

0104

სასურსათო ტექნოლოგია

0105

სატყეო საქმე

03

განათლება

0301

განათლების მეცნიერებები

0302

მასწავლებლის განათლება

04

ინჟინერია

0404

საინჟინრო ფიზიკა

0405

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

0406

მშენებლობა

0415

აგროინჟინერია

05

მეცნიერება/საბუნებისმეტყველო

მეცნიერებანი

0501

მათემატიკა

0502

ფიზიკა

0503

ქიმია

0504

ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები

07

სოციალური მეცნიერებები

0701

ეკონომიკა

10

ჰუმანიტარული მეცნიერებანი

1004

ისტორია

1005

ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით

1006

ფილოსოფია

11

მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

1101

არქიტექტურა

1115

არქეოლოგია

 

შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით.

2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე.
3. ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები:

ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები:

კოდი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

კვალიფიკაცია

2016 

უსდ-მიერ დარეგისტ

რირებული ადგილები

 

001

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

 სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის მიხედვით

 

1

0010101

ქართული ფილოლოგია

ფილოლოგიის ბაკალავრი

200

2

0010102

ისტორია

ისტორიის ბაკალავრი

150

3

0010103

არქეოლოგია

არქეოლოგიის ბაკალავრი

25

4

0010104

ფილოსოფია

ფილოსოფიის ბაკალავრი

25

5

0010126

დაწყებითი განათლება

განათლების ბაკალავრი

25

6

0010106

მათემატიკა

მეცნიერებათა ბაკალავრი მათემატიკაში

100

7

0010107

ფიზიკა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში

100

8

0010108

ქიმია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ქიმიაში

100

9

0010109

ბიოლოგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში

100

10

0010118

ეკონომიკა

ეკონომიკის ბაკალავრი

400

 

 

ჯამი

 

1225

 

003

სსიპსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

0030101

მშენებლობა

ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში

500

2

0030203

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი

450

3

0030601

არქიტექტურა

არქიტექტურის ბაკალავრი

150

4

0030803

მათემატიკა

მათემატიკის ბაკალავრი

50

5

0030807

საინჟინრო ფიზიკა

საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი

100

6

0031001

აგრარული ტექნოლოგიები

აგრონომიის ბაკალავრი

75

7

0031002

სასურსათო ტექნოლოგია

სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი

120

8

0031003

სატყეო საქმე

სატყეო საქმის ბაკალავრი

100

9

0031004

აგროინჟინერია

ინჟინერიის ბაკალავრი აგროინჟინერიაში

80

10

0031005

მეცხოველეობა

მეცხოველეობის ბაკალავრი

75

11

0031006

აგრონომია

ბაკალავრი აგრონომიაში

75

12

0031007

ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია

ბაკალავრი აგროინჟინერიაში

75

13

0030403

ქიმია

ქიმიის ბაკალავრი

50

 

 

ჯამი

 

1900

 

009

სსიპაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

0090101

ქართული ენა და ლიტერატურა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

150

2

0090107

არქეოლოგია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი არქეოლოგიაში

30

3

0090108

ისტორია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში

60

4

0090501

მათემატიკა

მათემატიკის ბაკალავრი

60

5

0090503

ფიზიკა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში

15

6

0090504

ბიოლოგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში

60

7

0090202

ეკონომიკა

ეკონომიკის ბაკალავრი

100

8

0090301

დაწყებითი განათლება

განათლების ბაკალავრი

200

9

0090601

ელექტრული ინჟინერია

ინჟინერიის ბაკალავრი

75

10

0090602

მშენებლობა

ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში

60

11

0090901

აგრონომია

აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი

60

12

0090903

აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა

სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი

30

13

0090904

აგროინჟინერია

აგროინჟინერიის ბაკალავრი

30

14

0090703

სასურსათო ტექნოლოგია

სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი

40

 

 

ჯამი

 

970

 

010

სსიპილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

0100402

მათემატიკა

მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში

50

2

0100403

ბიოლოგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში

50

3

0100102

ქართული ფილოლოგია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

50

4

0100103

ისტორია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში

50

5

0100104

ფილოსოფია

ფილოსოფიის ბაკალავრი

15

 

6

 

0100105

არქეოლოგია

არქეოლოგიის ბაკალავრი

30

7

0100106

დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა (ძირითადი სპეციალობა); სკოლამდელი აღზრდა (დამატებითი სპეციალობა)

განათლების ბაკალავრი

50

8

0100404

ფიზიკა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში

15

 

 

ჯამი

 

310

 

012

სსიპსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

0120101

მათემატიკა

მათემატიკის ბაკალავრი

30

2

0120201

ქიმია

ქიმიის ბაკალავრი

25

3

0120202

ბიოლოგია

ბიოლოგიის ბაკალავრი

25

4

0120203

ფიზიკა

ფიზიკის ბაკალავრი

10

5

0120301

ქართული ფილოლოგია

ფილოლოგიის ბაკალავრი

30

6

0120302

არქეოლოგია

არქეოლოგიის ბაკალავრი

25

7

0120303

ისტორია

ისტორიის ბაკალავრი

25

8

0120601

ეკონომიკა

ეკონომიკის ბაკალავრი

30

 

 

ჯამი

 

200

 

071

სსიპთელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო   უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

0710103

ქართული ენა და ლიტერატურა

ფილოლოგიის ბაკალავრი

35

2

0710104

ისტორია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში

70

3

0710109

ბიოლოგია

ბიოლოგიის ბაკალავრი

35

4

0710105

დაწყებითი განათლება

განათლების ბაკალავრი

40

5

0710108

სასურსათო ტექნოლოგია

სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი

50

 

 

ჯამი

 

230

 

114

სსიპბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

1140101

დაწყებითი განათლება

განათლების ბაკალავრი

90

2

1140205

ეკონომიკა

ეკონომიკის ბაკალავრი

50

3

1140601

მშენებლობა

ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში

50

4

1140606

აგრონომია (აგროტექნოლოგია, აგროეკოლოგია)

აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი

50

5

1140709

ქართული ფილოლოგია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

80

6

1140710

ისტორია

ისტორიის ბაკალავრი

50

7

1140803

ბიოლოგია

ბიოლოგიის ბაკალავრი

30

8

1140804

ქიმია

ქიმიის ბაკალავრი

15

9

1140901

ფიზიკა

ფიზიკის ბაკალავრი

15

10

1140902

მათემატიკა

მათემატიკის ბაკალავრი

30

 

 

ჯამი

 

460

 

014

სსიპ სამცხე-ჯავახეთის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია

 

1

0140105/

0140106

ქართული ფილოლოგია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

120

2

0140101/

0140102

ისტორია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ბაკალავრი ისტორიაში

120

0140119/

0140120

ეკონომიკა

ეკონომიკის ბაკალავრი

120

4

 

ჯამი

 

360

 

 

საერთო ჯამი

 

5655