„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 18-50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.101.016305
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18-50
22/07/2016
ვებგვერდი, 26/07/2016
190020030.35.101.016305
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/07/2016 - 24/02/2017)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18-50

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის  68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-133  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04)  ქვეპროგრამის „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), და ქვეპროგრამის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამის  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამის  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების პირობებს, დაფინანსების გაცემის წესსა  და პროცედურებს.

2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს  მის დებულებას.

 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში  „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04),  ქვეპროგრამაში  „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 06 01) და ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებულ კომპონენტებზე წარმატებული სტუდენტების წახალისებაზე  სტიპენდიის გაცემის გზით და სამეცნიერო  პროექტების და ახალგაზრდა მეცნიერების  ხელშეწყობის პროგრამაზე.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ფარგლებში, წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით  განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ხოლო სამეცნიერო  პროექტების და ახალგაზრდა მეცნიერების  ხელშეწყობის პროგრამა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04)  გათვალისწინებულ კომპონენტზე საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, პროფესიული მიმართულებით მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში   მონაწილეობის ხელშეწყობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, პროფესიული მიმართულებით მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეთა დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამით  „სპორტული ღონისძიებები“  (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისიძიებებზე.

7. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური,  საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“  (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.


მუხლი 2. დაფინანსების ზოგადი პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული: ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირიებული არასამთავრობო ორგანიზაციები საინიციატივო  ჯგუფები,   სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ან ზოგად  საგანმანათლებლო დაწესებულებები.

2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.

3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქ. თბილისის ინტერესებს, დადებითი შედეგის მომტანი უნდა იყოს თბილისში მცხოვრებ პირთათვის და მხოლოდ ამ პირობით შესაძლოა მოიცავდეს ღონისძიებებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.


მუხლი 3. განცხადების წარდგენა 
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პროექტების განმხილველი შესაბამისი კომისიის საქმიანობას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო  სამსახური (შემდგომში სამსახური).

2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული,  საპროექტო განაცხადი.

3. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

4. საპროექტო განაცხადი უნდა შეიცავდეს განმარტებას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისა და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში პროექტის სათანადო განხორციელებაზე პასუხისმგებლობის შესახებ.

5. სამსახური ამოწმებს საპროექტო განცხადის დადგენილ ფორმასა და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან  შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 დღიან  ვადას.

6. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის  გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.


მუხლი 4. განცხადების  შეფასების კრიტერიუმები
1. პროექტის დაფინანსების მოპოვების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სამსახურის უფროსის  მიერ დამტკიცებული ფორმით დეტალურად გაწერილი პროექტის დასაბუთება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროექტის მიზნების, ამოცანების, პროექტის სამიზნე ჯგუფის, ბენეფიციართა რაოდენობის, განხორციელების ვადებისა და მოთხოვნილი დაფინანსების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის, პროექტის  სამოქმედო გეგმის, განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგის, ამ შედეგის შეფასების კრიტერიუმ(ებ)ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურის, როგორც პროექტის მხარდამჭერის  წარმოჩენის  სტრატეგიის შესახებ.

2. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს დადებითი შედეგის მიღებაზე, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამაში „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) და ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამაში  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამაში  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) და გამოიხატება  რომელიმე შემდეგი სახით:

ა) ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღირებულების შექმნა;

ბ) პროფესიული თუ ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა;

გ) უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერა;

დ) სპორტის ხელშეწყობასა თუ აღნიშნული კოდების მოთხოვნათა შესაბამისი ახალგაზრდული ღონისძიებების უზრუნველყოფა.

3. პროექტის  ბიუჯეტი ოპტიმალური უნდა იყოს პროექტით მისაღებ დადებით ეფექტთან მიმართებაში და უნდა საბუთდებოდეს ბიუჯეტის შესაბამისობა სამოქმედო გეგმასთან, პროექტით განსაზღვრული პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობასა თუ პროექტში გაწერილ აქტივობებთან.

4. პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობასა და დადებით ეფექტზე ორიენტირებულობას ასევე განსაზღვრავს თანადაფინანსების თუ ხარჯების შემცირების სხვა წყაროების არსებობა და  პროექტის მხარდაჭერა იდეალური ტიპის, „პრო ბონო“ საქმიანობით, მათ შორის, მოხალისეობრივი ჩართულობით;

5. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს და პროექტში ჩართულ პირთა მიერ დადებითი ეფექტის მიღების პოტენციალს.

6. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი  პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით. 


მუხლი 5. განაცხადების განხილვა და დაფინანსება 
1. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სამსახური და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში  განსახილველად წარუდგენს კომისიას.

 2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

3.  თუ საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სამსახური.

 4. თუ საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, კომისია რეკომენდაციას გაუწევს   სამსახურის უფროსს,  პროექტის შემდგომში  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად.

5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია  უფლებამოსილია განმცხადებელს   მოსთხოვოს  საპროექტო განაცხადის  შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს  ათი დღის ვადაში.

6.  განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი, თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი  არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.


მუხლი 6. დაფინანსების გაცემა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  საქალაქო   სამსახური,   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით პროგრამისთვის  „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამისთვის „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), ქვეპროგრამისთვის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ქვეპროგრამისთვის  „სპორტული ღონისძიებები“   (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამისთვის  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. 

მუხლი 7. კონტროლის განხორციელება
ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტის  შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური.