დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის N18-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3-12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020030.35.101.016371 |
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის №18-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის №18-50 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/07/2016, სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.101.016305) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ მოსწავლებიის დაფინანსებაზე რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 02 01) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე.“. 2. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირიებული ან/და მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.“. 4.მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული, საპროექტო განაცხადი.“. 5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი: „21. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.“ 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დაფინანსების გაცემა 1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით პროგრამისთვის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამისთვის „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), ქვეპროგრამისთვის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ქვეპროგრამისთვის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამისთვის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. 2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები