დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 900 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.000.244 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 25.06.2019, №4849)
ამ კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის ან მოსარგებლისთვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3240 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწა, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა;
გ) მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა;
დ) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია − ტერიტორია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო თანხა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების თანხა.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1411 - სსმ I, №22, 18.05.2005წ., მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3240 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4857 – ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის შესაბამისად მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
გ) სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3240 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.
მუხლი 4. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანო
მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2638 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.46
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1977 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.265
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გადახდას არ ექვემდებარება:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყოფა;
გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა.
3.საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1919 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.229
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3514 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.315
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის შემთხვევაში ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხაა:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 100 000 ლარი;
ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 34 001 ლარი.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3240 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3514 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.315
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას უნდა ანაზღაურდეს მიწის ხარისხის გაუარესებით მიწის მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი.
2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი გაანგარიშდება ამ კანონის №1 დანართში მოცემული თანხების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებელი თანხები ირიცხება დაზიანებული მიწის მესაკუთრის ანგარიშზე.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.43

მუხლი 15. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი II1. გარდამავალი დებულებანი
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1079 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მუხლი 151. გარდამავალი დებულება
2015 წლის 1 ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1079 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს 201 4 წლის 25 დეკემბრის კანონი №2982 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
თავი III. დასკვნითი დებულებანი
ეს კანონი ამოქმედდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის შესახებ კანონების მიღების შემდეგ, მათი ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 2 ოქტომბერი.
№900–Iს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის გაანგარიშებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით (ლარით)
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3240 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.
|
მუნიციპალიტეტების დასახელება |
1 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა |
||
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
||||
1. |
გაგრა |
30715 |
||
2. |
გალი |
34001 |
||
3. |
გუდაუთა |
30858 |
||
4. |
გულრიფში |
30858 |
||
5. |
სოხუმი |
33858 |
||
6. |
ოჩამჩირე |
33858 |
||
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
||||
7. |
ქედა |
28572 |
||
8. |
ქობულეთი |
34001 |
||
9. |
ხელვაჩაური |
33429 |
||
10. |
ხულო |
26429 |
||
11. |
შუახევი |
26429 |
||
მუნიციპალიტეტები |
||||
1. |
ახალგორი |
26286 |
||
2. |
აბაშა |
33001 |
||
3. |
ადიგენი |
19715 |
||
4. |
ამბროლაური |
22000 |
||
5. |
ასპინძა |
19715 |
||
6. |
ახალქალაქი |
28572 |
||
7. |
ახალციხე |
26429 |
||
8. |
ახმეტა |
26429 |
||
9. |
ბაღდათი |
28572 |
||
10. |
ბოლნისი |
30715 |
||
11. |
ბორჯომი |
19857 |
||
12. |
გარდაბანი |
34001 |
||
13. |
გორი |
30715 |
||
14. |
გურჯაანი |
30858 |
||
15. |
დმანისი |
28572 |
||
16. |
დედოფლისწყარო |
30858 |
||
17. |
დუშეთი |
19715 |
||
18. |
ვანი |
28572 |
||
19. |
ზესტაფონი |
28572 |
||
20. |
ზუგდიდი |
31858 |
||
21. |
თელავი |
30858 |
||
22. |
თერჯოლა |
29715 |
||
23. |
თეთრიწყარო |
27429 |
||
24. |
თიანეთი |
23858 |
||
25. |
კასპი |
28572 |
||
26. |
ლაგოდეხი |
29715 |
||
27. |
ლანჩხუთი |
30858 |
||
28. |
ლენტეხი |
16428 |
||
29. |
მარნეული |
34001 |
||
30. |
მესტია |
15429 |
||
31. |
მარტვილი |
28572 |
||
32. |
მცხეთა |
30715 |
||
33. |
ნინოწმინდა |
28572 |
||
34. |
ოზურგეთი |
30857 |
||
35. |
ონი |
17718 |
||
36. |
საგარეჯო |
27429 |
||
37. |
სამტრედია |
33429 |
||
38. |
საჩხერე |
24286 |
||
39. |
სიღნაღი |
28572 |
||
40. |
ტყიბული |
19715 |
||
41. |
ქარელი |
28572 |
||
42. |
ყვარელი |
28572 |
||
43. |
ყაზბეგი |
14286 |
||
44. |
ცაგერი |
23143 |
||
45. |
ჩოხატაური |
22429 |
||
46. |
ჩხოროწყუ |
26429 |
||
47. |
წალენჯიხა |
28572 |
||
48. |
წალკა |
25286 |
||
49. |
წყალტუბო |
33858 |
||
50. |
სენაკი |
30858 |
||
51. |
ჭიათურა |
15429 |
||
52. |
ხაშური |
28572 |
||
53. |
ხარაგაული |
18715 |
||
54. |
ხობი |
30858 |
||
55. |
ხონი |
30858 |
||
56. |
ცხინვალი |
30715 |
||
57. |
ჯავა |
30715 |
||
58. |
თბილისი |
34001 |
||
59. |
ქუთაისი |
33858 |
||
60. |
ფოთი |
31858 |
||
61. |
ბათუმი |
34001 |
||
62. |
რუსთავი |
34001 |
||
63. | განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები | 100 000 | ||
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3240 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
დოკუმენტის კომენტარები