„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19728
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/07/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016377
  • Word
19728
11/07/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
000000000.00.00.016377
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

საქართველოს შემოსავლების სამსახურის

უფროსის ბრძანება №19728

2016 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მალფუჭებადი საქონლის, ცხოველების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, აგრეთვე წინასწარ დეკლარირებული საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“;

ა.ბ) 51-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭებით, ამასთან:

ს.ა) დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრისას წითელი ან ყვითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას შტრიხ-კოდი მიენიჭება შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „გაშვება ნებადართულია“ ღილაკის აქტივაციის შედეგად;

ს.ბ) მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი, გარდა ამ მუხლის „ს.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ს.გ) ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, თუ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინება ითვალისწინებს საქონლის გაშვებამდე სინჯის ან/და ნიმუშის აღების ვალდებულებას, დეკლარაციას შტრიხ-კოდი მიენიჭება შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „გაშვება ნებადართულია“ ღილაკის აქტივაცის შედეგად.“;

ა.გ) 52-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლურჯი დერეფნის  შემთხვევაში (მ.შ. გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინებით გათვალისწინებული სინჯის ან/და ნიმუშის აღების შემდეგ) ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს შემოწმებას, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც.“;

ა.დ) 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში (მ.შ. გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინებით გათვალისწინებული სინჯის ან/და ნიმუშის აღების შემდეგ) ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს შემოწმებას, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/დასაქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-10 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფები:

 

470

შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“

471

წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“

“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                           გ. თაბუაშვილი