საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11), 15/03/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.001.000.190
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
587
21/02/1997
პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11), 15/03/1997
040.050.000.05.001.000.190
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/03/1997 - 30/06/2005)

საქართველოს კანონი

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის შეიძლება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი.

2. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაცემული მიზნობრივი ტრანსფერტი;

ბ) სხვა შემოსავალი რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

გ) საქართველოს ადგილობრივი ორგანოებისა და თვითმმართველობის (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარდა) მიზნობრივი წილობრივი შენატანები.

3. საქართველოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წილობრივი მონაწილეობა განისაზღვროს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით.

4. ფონდის საქმიანობას განსაზღვრავს პრეზიდენტის რწმუნებულისა და პროგრამაში წილობრივად მონაწილე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების და წარმომადგენლების საბჭო.

5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი.

№587IIს