დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 587 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/02/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11), 15/03/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.001.000.190 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის შეიძლება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი.
2. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაცემული მიზნობრივი ტრანსფერტი;
ბ) სხვა შემოსავალი რომელიც კანონით არ არის აკრძალული.
გ) საქართველოს ადგილობრივი ორგანოებისა და თვითმმართველობის (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარდა) მიზნობრივი წილობრივი შენატანები.
3. საქართველოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წილობრივი მონაწილეობა განისაზღვროს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით.
4. ფონდის საქმიანობას განსაზღვრავს პრეზიდენტის რწმუნებულისა და პროგრამაში წილობრივად მონაწილე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების და წარმომადგენლების საბჭო.
5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 21 თებერვალი.
№587–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1832 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.288
დოკუმენტის კომენტარები