დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად მიმართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021725 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1278
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად მიმართვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად მიმართვის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხით 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დაფინანსების და შესაბამისად, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები