სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021709
  • Word
1262
01/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021709
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1262

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. კასპში მდებარე 150 600.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №67.01.50.054), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 400 000 (ოთხასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯ-ის ინვესტ გლასს“-ს(ს/კ: 405049237).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში დარჩენილი საპრივატიზებო თანხის გადახდა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, მინის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

 დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის, 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადახდა.

3. შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი