„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016393
01-27/ნ
20/07/2016
ვებგვერდი, 21/07/2016
470230000.22.035.016393
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-27/ნ

2016 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი):
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. რეცეპტით გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტი,  მატერიალურად (რეცეპტი ქაღალდის მატარებელზე) გამოიწერება ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ ფორმა №3  რეცეპტზე  (შემდგომში – რეცეპტი).“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „3. რეცეპტის ელექტრონულად (ელექტრონული რეცეპტი) ბრუნვის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამედიცინო დაწესებულების დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პაციენტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი (რეცეპტის ბლანკი,  ფორმა №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
რეცეპტის (ფორმა №3) ბეჭდვის ელექტრონული სისტემიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე ამობეჭდილი ყველა რეცეპტი მოქმედია მისი მარაგის ამოწურვამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო