დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016192 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
14
01/07/2016
ვებგვერდი, 07/07/2016
010250050.35.168.016192
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2016 - 23/08/2016)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე - 16 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესი“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების
მოძრაობისა და დგომის წესი |
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესს. |
| მუხლი 1 |
აკრძალულია კვადროციკლების მოძრაობა ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარებში, პარკებსა და სკვერებში. |
| მუხლი 2 |
აკრძალულია კვადროციკლების მოძრაობა ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 10:00 საათამდე. |
| მუხლი 3 |
აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 20 (ოცი) ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ წესის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ კვადროციკლებზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები