დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016194 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 07/07/2016, 010250050.35.168.016192) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ |
2.
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ |
3.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესი“ დანართის შესაბამისად.“. |
4.
დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესი“
|
5.
დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესს.“ . |
6.
დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3 აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074 მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები