„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 28/06/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016086
5
28/06/2016
ვებგვერდი, 29/06/2016
010240060.57.069.016086
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №5

2016 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 151 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც ტენდერს ავტომატურად ენიჭება, თუ მასში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარი თქვა სატენდერო წინადადებაზე ან ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე ყველა პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა;“.

 

2. მე-10 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„10. პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.“.

 

3. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.“.

 

4. წესს დაემატოს 265 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 265. ტენდერის გამოცხადება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ტენდერი გამოაცხადოს ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

3. ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ტენდერში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე.

4. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს სისტემის მიერ გამოვლენილ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის ვინაობა და სატენდერო წინადადება საჯარო ხდება ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე.

6. ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე გამოცხადებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე