ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016129
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
17/06/2016
ვებგვერდი, 21/06/2016
010250020.35.176.016129
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/06/2016 - 08/02/2018)

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 17 ივნისი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

1) მოსახლისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 4 სულამდე ოჯახისათვის თვეში 0.50 თეთრს ერთ სულზე, ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში თვეში  არაუმეტეს 2.50 ლარს - ოჯახზე.

2) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი  №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების

მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან (ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური) გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 5
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15.08.2014, 010250020.35.176.016013).

 

მუხლი 7
      დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი №1

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განაკვეთები დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის

 

 

 

საქმიანობა

ზომის ერთეული

განაკვეთი

თვეში

1

მუზეუმები

დახურული ფართის 1 მ2

 

0.01

2

ოფისები,  ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0.20

3

სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,

საერთო ფართის 1 მ2

0.05

4

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის  ერთი სავარძელი

0.10

5

ინსტიტუტები, კოლეჯები,

ერთ მოსწავლეზე

0.10

6

სკოლები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები

ერთ მოსწავლეზე

0.05

7

სასტუმროები

მომსახურების ერთეული

(1 საწოლი)

1,0

8

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

0,50

9

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

დახურული ფართის 1 მ2

0.2

10

სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები

ერთ მოსწავლეზე

0.05

 

11

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0.20

12

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1 მ2

0.15

13

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის 1 მ2

0.10

14

შერეული საქონლის ბაზრობები

საერთო ფართის 1 მ2

0.10

15

საკვირაო ბაზრობები

საერთო ფართის 1 მ2

0.10

16

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია ფართის 1 მ2

დახურული ფართის 1 მ2

0.025

0.1

17

ავტოგასამართი სადგურები (ნავთობპროდუქტების, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის სადგურები)

საერთო ფართის 1 მ2

0.1

18

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები

ღია საერთო ფართის 1 მ2

 

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0.05

0.025

19

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ-ის ზევით

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0.1

20

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ–ის ქვევით

დახურული საერთო ფართის  1 მ2

0.2

21

აბანოები, საუნები

საერთო ფართის 1 მ2

0.15

22

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1 მ2

0.20

23

სამეწარმეო საქმიანობა  შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1 მ2

0.15

24

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,50

25

საცხობები

საერთო ფართის 1 მ2

0.10

26

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

საერთო ფართის

1 მ2

0.10

27

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის 1 მ2

0.01

28

ვაგზლები, რკინიგზის, საავტომობილო სადგურები

ღია ფართი 1მ2

0.01

 

0,10

დახურული ფართი 1მ2

29

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები

საერთო ფართის 1 მ2

0.01

30

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის 1 მ2

0.01

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

მ = გ X რ.

 

მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი);

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).


 

დანართი 2

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1.ზოგადი დებულება

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის  გადახდის წესს.

2. ეს  წესი აწესრიგებს  ქალაქ  თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების   წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესებას, გადახდის  წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის დასუფთავებისათვის  გაწეულ მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.

5. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის   ზედამხედველობის სამსახური.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელთა ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა  სუბიექტი.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის  განაკვეთი, მისი  გამოანგარიშებისა  და გადახდის წესი

1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ  ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, როგორც  მოსახლეობისათვის, ისე ორგანიზაციების, დაწესებულებების,  იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის  შედეგად  წარმოიქმნება ნარჩენი.

2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი  ქონების მესაკუთრეს  (მოსარგებლეს) რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.

3. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის  შედეგად  წარმოიქმნება  ნარჩენი.

5. ნარჩენების წარმომქმნელი მოსახლის  რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება  ცვლილების გაუთვალისწინებლად.

6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურება 50%-ზე მეტი

7. ნარჩენების წარმომქმენელი მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი  გადაიხდება  ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის  მიხედვით, სადაც მიიგო მომსახურების 50%-ზე მეტი.

8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში  შესვლიდან  ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის  ამოქმედების  შემდეგ უნდა გამოაკლდეს  ახალი განაკვეთის თანხას.

9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს  მერიის ზედამხედველობის  სამსახურში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის  ვალდებულების  წარმოქმნა, შეცვალა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება  წარმოიქმნება ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი , რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

4. არ დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების სენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.

5. მოსაკრებლის გადამხდელი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის წარმომქმნელი, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არ ყოფნის ვადა.

 

მუხლი 5. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები

1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურში, წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად.

2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყონებლივ ან/და არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე)  მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების პერიოდზე.

5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებლად სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება სამსახურში სეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტი ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ შეუფერხებლად შევიდეს მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 

მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.

2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

 

მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის

დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.