საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021573
  • Word
1117
13/06/2016
ვებგვერდი, 22/06/2016
000000000.00.003.021573
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1117

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული,ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღურტაში მდებარე 8493 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №23.02.37.089) და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიაკონიძეებში მდებარე 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №23.06.39.254), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 1 (ერთი) ლარად, გადასცესშპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (ს/კ: 404401438).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს მათი გამოყენება საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით (2012 წლის 28 სექტემბერს და 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გრუნტისა და ფუჭი ქანების სანაყაროს მოსაწყობად.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთებზე, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, განახორციელოს არსებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სამუშაოები, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვით და საიჯარო ურთიერთობის ვადის ამოწურვამდე პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა (რეკულტივაცია).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი