დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.32.061.016190 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (21/06/2016 - 31/05/2017)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №22
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1.
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, დეტალებზე კონცენტრირების უნარი, ორგანიზებულობა, დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი, დროის მართვისა და განაწილების უნარი, ვითარების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
მუხლი 2.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);
დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, internet) ცოდნა;
ე) სასურველია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა აგროტექნიკისა და გადამუშავების სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ’’;
თ) საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ“;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ლ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები