დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5367-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.018163 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 30-ე მუხლის „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ1) აფუძნებს სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;“. 3. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით ფინანსდებიან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №494 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. |
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5367-IIს |
დოკუმენტის კომენტარები