დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019324 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/06/2016 - 03/07/2017)
|
საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016, №4952-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №243 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
|
|
დანართი
|
საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა
დანართი ,,ა“ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენციის (შემდგომში – ბაზელის კონვენცია) IX დანართით განსაზღვრული ნარჩენების კატეგორიები: „B“ ჩამონათვალი ამ დანართში ჩამოთვლილი ნარჩენები არ წარმოადგენს ნარჩენებს, რომლებსაც ფარავს ბაზელის კონვენციის პირველი პარაგრაფის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი შეიცავენ ბაზელის კონვენციის I დანართის მასალებს იმ რაოდენობით, რომელიც გამოიწვევს ბაზელის კონვენციის III დანართის მახასიათებლების გამოვლენას. B1 ლითონის და ლითონის შემცველი ნარჩენები
,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა
02 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობის, აქვაკულტურის, მეტყევეობის, სამონადირეო და თევზჭერის, საკვები პროდუქტის დამზადებისა და დამუშავებისას 02 01 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობის, აკვაკულტურის, მეტყევეობის, სამონადირეო და თევზჭერისგან 02 01 04 ნარჩენი პლასტმასების (გარდა შესაფუთი მასალისა) 02 01 07 ნარჩენები ხე-ტყის მასალის გადამუშავებიდან 03 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ხე-ტყის დამუშავებისას, ქაღალდის, მუყაოს, სამერქნე მასალის, პანელებისა და ავეჯის წარმოებისას 03 01 ნარჩენები ხე-ტყის მასალის დამუშავებიდან და პანელებისა და ავეჯის წარმოებიდან 03 01 01 ნარჩენი ქერქი და კორპი 03 01 05 ნახერხი, ბურბუშელა, ნათალი, ხე-ტყის მასალა, ფანერები და შპონები, რომლებიც არ არის ნახსენები 03 01 04 03 03 ნარჩენები ცელულოზის, ქაღალდისა და მუყაოს წარმოებისა და დამუშავებიდან 03 03 01 ნარჩენი ქერქი და ხე 03 03 08 რეციკლირებისთვის განკუთვნილი ქაღალდისა და მუყაოს სორტირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები 04 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ტყავის, ბეწვეულისა და საფეიქრო წარმოებისას 04 02 საფეიქრო მრეწველობის ნარჩენები 04 02 21 დაუმუშავებელი საფეიქრო ბოჭკოების ნარჩენი 04 02 22 დამუშავებელი საფეიქრო ბოჭკოების ნარჩენი 07 ნარჩენები ორგანული ქიმიური პროცესებიდან 07 02 პლასტმასის, სინთეტური რეზინისა და ხელოვნური ბოჭკოვანი მასალების წარმოების, მიღების, მიწოდებისა და გამოყენების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები 07 02 13 პლასტმასის ნარჩენი 10 არაორგანული ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება თერმული პროცესების შედეგად 10 01 ნარჩენები ელექტროსადგურებიდან და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოებიდან (გარდა 19) 10 01 02 ნახშირის აქროლადი ნაცარი 10 02 ნარჩენები შავი მეტალურგიისა და ფოლადსასხმელი ინდუსტრიიდან 10 02 01 წიდის გადამუშავების ნარჩენები 10 02 02 გადაუმუშავებელი წიდა 10 11 ნარჩენები მინისა და მინის პროდუქციის წარმოებიდან 10 11 12 ნარჩენი მინა, რომელსაც არ ვხვდებით 10 11 11 პუნქტში 15 შესაფუთი მასალის, აბსორბენტების, საწმენდი ნაჭრების, ფილტრებისა და დამცავი ტანისამოსის ნარჩენები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის სხვა პუნქტებში 15 01 შესაფუთი მასალა (ცალკეულად შეგროვებული შესაფუთი მასალის ნარჩენების ჩათვლით) 15 01 01 ქაღალდისა და მუყაოს შესაფუთი მასალა 15 01 02 პლასტმასის შესაფუთი მასალა 15 01 03 ხის შესაფუთი მასალა 15 01 04 ლითონის შესაფუთი მასალა 15 01 07 მინის შესაფუთი მასალა 16 ნარჩენი, რომელიც სხვა პუნქტებში გათვალისწინებული არ არის 16 01 ხმარებიდან ამოღებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, მოწყობილობები) და მწყობრიდან გამოსული და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოებიდან მიღებული ნარჩენები (13, 14, 16 06 და 16 08-ს გარდა) 16 01 17 შავი ლითონი 16 01 18 ფერადი ლითონები 16 01 19 პლასტმასი 16 01 20 მინა 17 სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები (ასევე მოიცავს საგზაო სამუშაოების ნარჩენებს) 17 02 ხე, მინა და პლასტმასი 17 02 01 ხე 17 02 02 მინა 17 02 03 პლასტმასი 17 04 მეტალები (მოიცავს მათ შენადნობებსაც) 17 04 01 სპილენძი, ბრინჯაო, თითბერი 17 04 02 ალუმინი 17 04 03 ტყვია 17 04 04 თუთია 17 04 05 რკინა და ფოლადი 17 04 06 თუნუქი 17 04 07 შერეული ლითონები 19 ნარჩენები, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების, ჩამდინარე წყლების გადამამუშავებელი საწარმოებისა და წყლის ინდუსტრიიდან 19 12 ნარჩენები მექანიკური დამუშავებიდან (მაგალითად, დახარისხება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება), რომლებიც არ არის განსაზღვრული აღნიშნულ კატეგორიაში 19 12 01 ქაღალდი და მუყაო 19 12 02 შავი ლითონი 19 12 03 ფერადი ლითონები 19 12 04 პლასტმასი 19 12 05 მინა 19 12 07 ხე, რომელსაც არ ვხვდებით 19 12 06 პუნქტში 19 12 08 ქსოვილები 20 მუნიციპალური ნარჩენები და მსგავსი კომერციული, საწარმოო და დაწესებულებების ნარჩენები, რაც ასევე მოიცავს მცირედი ოდენობებით შეგროვებული ნარჩენების ერთობლიობას 20 01 განცალკევებულად შეგროვებული ნაწილები (გარდა 15 01) 20 01 01 ქაღალდი და მუყაო 20 01 02 მინა 20 01 10 ტანისამოსი 20 01 11 საფეიქრო ნაწარმი 20 01 38 ხის მასალა, რომელიც არ გვხვდება 20 01 37 პუნქტში 20 01 39 პლასტმასი 20 01 40 ლითონები დანართი ,,ბ“ საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა
ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენების კატეგორიები: „A“ ჩამონათვალი ამ დანართში ჩამოთვლილი ნარჩენები დახასიათებულია როგორც სახიფათო ბაზელის კონვენციის პირველი პარაგრაფის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით, და მათი აღნიშვნა ამ დანართში არ გამორიცხავს ბაზელის კონვენციის III დანართის გამოყენებას ნარჩენის არასახიფათოობის წარმოსაჩენად.
ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები „B“ ჩამონათვალი ამ დანართში ჩამოთვლილი ნარჩენები არ წარმოადგენს ნარჩენებს, რომლებსაც ფარავს ბაზელის კონვენციის პირველი პარაგრაფის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი შეიცავენ ბაზელის კონვენციის I დანართის მასალებს იმ რაოდენობით, რომელიც გამოიწვევს ბაზელის კონვენციის III დანართის მახასიათებლების გამოვლენას.
,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა
დანართი „ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა
ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები „B“ ჩამონათვალი ამ დანართში ჩამოთვლილი ნარჩენები არ წარმოადგენს ნარჩენებს, რომლებსაც ფარავს ბაზელის კონვენციის პირველი პარაგრაფის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი შეიცავენ ბაზელის კონვენციის I დანართის მასალებს იმ რაოდენობით, რომელიც გამოიწვევს ბაზელის კონვენციის III დანართის მახასიათებლების გამოვლენას. B1 ლითონის და ლითონის შემცველი ნარჩენები
,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა
1 გასაგებია, რომ ასეთი ნარჩენები სრულად პოლიმერიზებულია. 2 პოსტ სამომხმარებლო ნარჩენები გამოირიცხება ამ ჩამონათვალიდან: - არ უნდა ხდებოდეს ნარჩენების შერევა - აუცილებელია ღია წვის პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა. 3 ანალოგიური გაითვალისწინეთ, რომ ჩანაწერი ჩამონათვალ B-ში (B1160) არ აკონკრეტებს გამონაკლისს. 4 ეს ჩანაწერი არ მოიცავს ელექტროგენერატორების მოწყობილობების ჯართს. 5 PCB-ების კონცენტრაცია50 მგ/კგ ან მეტ დონეზე. 6 PCB-ების კონცენტრაცია50 მგ/კგ ან მეტ დონეზე. 7 50 მგ/კგ დონე მიჩნეულია, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული მისაღები დონე ყველა სახის ნარჩენებისთვის. თუმცა, ზოგიერთი ქვეყნები ინდივიდუალურად აწესებენ უფრო დაბალ მარეგულირებელ დონეს (მაგ., 20 მგ/ კგ) კონკრეტული ნარჩენებისთვის. 8 "ვადაგასული" ნიშნავს გამოუყენებელს იმ პერიოდში, რომელიც მწარმოებლის მიერ არის რეკომენდირებული. 9 ეს ჩანაწერი არ მოიცავს ხის კონსერვანტებით დამუშავებულ ხის მასალებს. 10 "ვადაგასული" ნიშნავს გამოუყენებელს იმ პერიოდში, რომელიც მწარმოებლის მიერ არის რეკომენდირებული. 11 გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავდაპირველად აღინიშნება I დანართის მასალებით დაბინძურების დაბალი დონე, შემდგომმა პროცესებმა, რეციკლირების პროცესების ჩათვლით, შესაძლოა გამოიწვიოს I დანართის ამ მასალების უფრო მაღალი კონცენტრაციების შემცველი ცალკეული ფრაქციების წარმოქმნა. 12 ეს ჩანაწერი არ მოიცავს ელექტროგენერატორების ჯართს. 13 ხელახალი გამოყენება შეიძლება მოიცავდეს შეკეთებას, რემონტს და განახლებას, მაგრამ არა ძირითად ხელახალ აწყობას. 14 ზოგიერთ ქვეყანაში, ეს მასალები, რომლებიც განკუთვნილია პირდაპირი ხელმეორე გამოყენებისთვის, არ განიხილება როგორც ნარჩენები. 15 ბენზ(ა)პირენის კონცენტრაციის დონე არ უნდა იყოს 50მგ/კგ ან მეტი 16 გასაგებია, რომ ასეთი ნარჩენები სრულად პოლიმერიზებულია 17 პოსტსამომხმარებლო ნარჩენები გამოირიცხება ამ ჩამონათვალიდან: - არ უნდა ხდებოდეს ნარჩენების შერევა; - აუცილებელია ღია წვის პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები