„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.021068
53
11/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
010220020.10.003.021068
„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2019 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010220020.10.003.019324) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის“ დანართი „ა“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე




დანართი ,,

საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა

სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენციის (შემდგომშიბაზელის კონვენცია) IX დანართით განსაზღვრული ნარჩენების კატეგორიები:

„B“ ჩამონათვალი

ამ დანართში ჩამოთვლილი ნარჩენები არ წარმოადგენს ნარჩენებს, რომლებსაც ფარავს ბაზელის კონვენციის პირველი პარაგრაფის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი შეიცავენ ბაზელის კონვენციის I დანართის მასალებს იმ რაოდენობით, რომელიც გამოიწვევს ბაზელის კონვენციის III დანართის მახასიათებლების გამოვლენას.

B1 ლითონის და ლითონის შემცველი ნარჩენები

B1010

ლითონის და ლითონის შენადნობების ნარჩენები მეტალის, არადისპერსიულ ფორმაში:

  • ძვირფასი ლითონები (ოქრო, ვერცხლი, პლატინის ჯგუფი, მაგრამ არა ვერცხლისწყალი)
  • რკინის და ფოლადის ჯართი
  • სპილენძის ჯართი
  • ნიკელის ჯართი
  • ალუმინის ჯართი
  • თუთიის ჯართი
  • კალის ჯართი
  • ვოლფრამის ჯართი
  • მოლიბდენის ჯართი
  • ტანტალის ჯართი
  • მაგნიუმის ჯართი
  • კობალტის ჯართი
  • ბისმუტის ჯართი
  • ტიტანის ჯართი
  • ცირკონიუმის ჯართი
  • მანგანუმის ჯართი
  • გერმანიუმის ჯართი
  • ვანადიუმის ჯართი
  • ჰაფნიუმის, ინდიუმის, ნიობიუმის, რენიუმის და გალიუმის ჯართი
  • თორიუმის ჯართი
  • იშვიათმიწა მეტალების ჯართი
  • ქრომის ჯართი

B1020

სუფთა, დაუბინძურებელი მეტალთა ჯართი, მათი შენადნობების ჩათვლით დასრულებული ფორმით (ფურცელი, ფირფიტები, ძელები, ღერძები, წნელები და .)

  • სტიბიუმის ჯართი
  • ბერილიუმის ჯართი
  • კადმიუმის ჯართი
  • ტყვიის ჯართი (გარდა ტყვია-მჟავა ბატარეებისა)
  • სელენის ჯართი
  • ტელურის ჯართი

B1115

მეტალის კაბელების ნარჩენები, რომლებიც დაფარულია ან იზოლირებულია პლასტმასით და რომლებიც არ არიან მოცემული ჩამონათვალ A-ში A1190, გარდა იმ ნარჩენებისა, რომლებიც განკუთვნილია დანართი IV A-ს მოქმედებისთვის ან სხვა განთავსების ოპერაციებისთვის, რომლებიც ნებისმიერ დროს, უკონტროლო თერმულ პროცესებს გულისხმობს, როგორიცაა ღია წვა

B1200

გრანულირებული წიდა, რომელიც წარმოიშობა რკინის და ფოლადის წარმოებაში

B2 ძირითადად არაორგანული შემადგენლობის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ მეტალებს და ორგანულ მასალებს

B2020

მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში:

მინის ლეწი და სხვა ნარჩენები და მინის ნატეხები, გარდა მინისა ელექტრონულ-სხივური მილაკიდან და სხვა აქტივირებული მინისა

B2040

ძირითადად არაორგანული შემადგენლობის ნარჩენები:

  • ქიმიურად სტაბილიზებული წიდა, მიღებული სპილენძის რაფინირების შედეგად, რომელიც შეიცავს რკინის მნიშვნელოვან რაოდენობას (20%-ზე მეტი) და დამუშავებულია სამრეწველო სტანდარტების შესაბამისად (მაგ., DIN 4301 და DIN 8201) და გამიზნულია აბრაზივად ან მშენებლობაში გამოსაყენებლად

B2050

აქროლადი ნაცარი თბო (ქვანახშირზე მომუშავე) ელექტროსადგურიდან, რომელიც არ არის მოყვანილი ჩამონათვალ A-ში (იხილეთ ჩამონათვალი A-ს შესაბამისი ჩანაწერი A2060)

B3 ძირითადად ორგანული შემადგენლობის სხვა ნარჩენები, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ მეტალებს და არაორგანულ მასალებს

B3010

 

 

მყარი პლასტმასის ნარჩენები:

ტექნიკური პირობების შესაბამისი პლასტმასები ან შერეული პლასტმასის მასალები, სხვა ნარჩენების მინარევების გარეშე.

არაჰალოგენირებული პოლიმერის და თანაპოლიმერის პლასტმასის ნარჩენები, რომელიც შეიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ქვემოთ ჩამოთვლილით[1]:

  • ეთილენი
  • სტიროლი
  • პოლიპროპილენი
  • პოლიეთილენ-ტერეფტალატი
  • აკრილონიტრილი
  • ბუტადიენი
  • პოლიაცეტალები
  • პოლიამიდები
  • პოლიბუტილენ-ტერეფტალატი
  • პოლიკარბონატები
  • პოლიეთერები
  • პოლიფენილენ-სულფიდები
  • აკრილის პოლიმერები
  • ალკანები C10-C13 (პლასტიფიკატორი)
  • პოლიურეთანი (არ შეიცავს CFCs)
  • პოლისილოქსანები
  • პოლიმეთილ მეთაკრიკატი
  • პოლივინილის სპირტი
  • პოლივინილ ბუთირალი
  • პოლივინილაცეტატი

დამუშავებული ნარჩენი ფისები ან კონდენსაციის პროდუქტები, ქვემოთ ჩამოთვლილის ჩათვლით:

  • შარდოვანა ფორმალდეჰიდური ფისები
  • ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისები
  • მელამინ-ფორმალდეჰიდური ფისები
  • ეპოქსიდური ფისები
  • ალკიდური ფისები
  • პოლიამიდები

შემდეგი ფტორირებული პოლიმერული ნარჩენები[2]

  • პერფტორეთილენი/პროპილენი (FEP)
  • პერფტორალკოქსილ ალკანი
  • ტეტრაფტორეთილენი/პერფტუორვინილის ეთერი (PFA)
  • ტეტრაფლორეთილენი/პერ ფლუორო მეთილვინილის ეთერი (MFA)
  • პოლივინილფტორიდი (PVF)
  • პოლივინილიდენ ფტორიდი (PVDF)

B3020

 

ქაღალდი, მუყაო და ქაღალდის პროდუქტების ნარჩენები

ქვემოთ მოცემული მასალები იმ პირობით, რომ არ არის შერეული სახიფათო ნარჩენებთან:

ქაღალდის და მუყაოს ნარჩენები და მაკულატურა ქვემოთ მოყვანილი:

  • გაუთეთრებელი ქაღალდი ან მუყაო ან გოფრირებული ქაღალდი და მუყაო
  • სხვა ქაღალდი და მუყაო, რომელიც ძირითადად დამზადებულია გათეთრებული ცელულოზისგან, შეუღებავად
  • ქაღალდი ან მუყაო, რომელიც ძირითადად დამზადებულია მექანიკური მერქნის მასისგან (მაგალითად, გაზეთები, ჟურნალები და მსგავსი ნაბეჭდი მასალა)
  • სხვა, რომელიც შეიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ქვემოთ ჩამოთვლილით:

1) ლამინირებული მუყაო

2) დაუხარისხებელი ნარჩენი

B3030

 

ტექსტილის ნარჩენები

ქვემოთ მოცემული მასალები, იმ პირობით, რომ შერეული არ არის სხვა ნარჩენებში და მომზადებულია ტექნიკური პირობების შესაბამისად:

• აბრეშუმის ნარჩენები (ამოუხვევი პარკების, ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით):

- დაუმუშავებელი სავარცხელ-საქსოვ და კარდსაჩეჩ მანქანებზე

- სხვა

• მატყლის, ან ცხოველის წმინდა ან უხეში მატყლის ნარჩენები, ნართის ნარჩენების ჩათვლით, აღდგენილი ბოჭკოს გარდა

- მატყლის ან ცხოველის წმინდა მატყლის სავარცხლის ანაჩეჩი

- მატყლის ან ცხოველის წმინდა მატყლის სხვა ნარჩენები

- ცხოველის უხეში მატყლის ნარჩენები

• ბამბის ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

- გაჩეჩვის დროს წარმოშობილი ნარჩენი (მათ შორის ძაფის ნარჩენი)

- აღდგენილი ბოჭკო

- სხვა

• სელის ანაჩეჩი და ნარჩენები

• ქერელის (CANNBIS SATIVA L.) ანაჩეჩი და ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

• ჯუთისა და სხვა საფეიქრო ლაფნის ბოჭკოების (გარდა სელის, ქერელისა და რამისა) ანაჩეჩი და ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

• სიზალის, ქერელისა და აგავის სხვა საფეიქრო ბოჭკოს ანაჩეჩი და ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

• ქოქოსის ანაჩეჩი, ძენძი და ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

• აბაკის (მანილის ქერელის ან MUSA TEXTILIS NEE) ანაჩეჩი, ძენძი და ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

• რამისა და მცენარეთა სხვა საფეიქრო ბოჭკოების (რომლებიც არ არის მოყვანილი ან ჩართული სხვა განყოფილებაში) ანაჩეჩი, ძენძი და ნარჩენები (ნართის ნარჩენებისა და აღდგენილი ბოჭკოს ჩათვლით)

• ხელოვნული ბოჭკოს ნარჩენი (მათ შორის ნაჩეჩები, დართვის ნარჩენები და ნაწეწი)

- სინთეზური ბოჭკო

- ხელოვნური ბოჭკო

• ნახმარი ტანსაცმელი და სხვა საფეიქრო ნაწარმი

• ტექსტილის ნარჩენი ნაჭრები, ხეზი, ბაგირი, გვარლი ნარჩენების ან უვარგისი მასალის სახით, აგრეთვე მათგან დამზადებული ნაწარმი:

- დახარისხებული

- სხვა

B3050

დაუმუშავებელი კორპის და ხის ნარჩენები

  • ნახერხი, მერქნის ნარჩენები, ნამტვრევები, მათ შორის, დაპრესილი მრგვლად, ბრიკეტის ან ღეროების სახით და მსგავსი ნარჩენები
  • კორპის ნარჩენები: დამტვრეული, გრანულირებული ან დაფქული კორპი

B3060

აგროსასურსათო მრეწველობიდან წარმოქმნილი არაინფექციური ნარჩენები:

  • ღვინის ლექი
  • გამომშრალი და სტერილიზებული მცენარეული ნარჩენები, მცენარეთა ნარჩენები და მათი თანამდევი პროდუქტები, განკუთვნილი ცხოველთა საკვებად, მათ შორის, გრანულატის სახით (რომლებიც არ არის მოყვანილი ან ჩართული სხვა განყოფილებაში)
  • დეგრა: ნარჩენები, რომლებიც მიიღება ცხიმოვანი ნივთიერებების ან ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილების დამუშავებით
  • ძვლების და რქების ნარჩენები, დაუმუშავებელი, ცხიმგამოცლილი, უხეშად დამუშავებული (მაგრამ არა ფორმებად დაჭრილი), მჟავათი დამუშავებული ან დეჟელატინიზებული
  • თევზის ნარჩენი
  • კაკაოს მარცვლების ქერქი, ნაჭუჭი და გარსი და კაკაოს მარცვლების სხვა ნარჩენები
  • აგროსასურსათო მრეწველობის სხვა ნარჩენები, გარდა თანმდევი პროდუქტებისა, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის და ცხოველის მოხმარებისთვის დადგენილ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს და სტანდარტებს

 

 

 

,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა

02 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობის, აკვაკულტურის, მეტყევეობის, სამონადირეო და თევზჭერის, საკვები პროდუქტის დამზადებისა და დამუშავებისას

02 01 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობის, აკვაკულტურის, მეტყევეობის, სამონადირეო და თევზჭერისგან

02 01 03 მცენარეული ქსოვილების ნარჩენები

02 01 04 ნარჩენი პლასტმასების (გარდა შესაფუთი მასალისა)

02 01 07 ნარჩენები სატყეო მეურნეობიდან

03 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ხე-ტყის დამუშავებისას, ქაღალდის, მუყაოს, სამერქნე მასალის, პანელებისა და ავეჯის წარმოებისას

03 01 ნარჩენები ხე-ტყის მასალის დამუშავებიდან და პანელებისა და ავეჯის წარმოებიდან

03 01 01 ნარჩენი ქერქი და კორპი

03 01 05 ნახერხი, ბურბუშელა, ნათალი, ხე-ტყის მასალა, ფანერები და შპონები, რომლებიც არ არის ნახსენები 03 01 04 პუნქტში

03 03 ნარჩენები ცელულოზის, ქაღალდისა და მუყაოს წარმოებისა და დამუშავებიდან

03 03 01 ნარჩენი ქერქი და ხე

03 03 08 რეციკლირებისთვის განკუთვნილი ქაღალდისა და მუყაოს სორტირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები

04 ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ტყავის, ბეწვეულისა და საფეიქრო წარმოებისას

04 02 საფეიქრო მრეწველობის ნარჩენები

04 02 21 დაუმუშავებელი საფეიქრო ბოჭკოების ნარჩენი

04 02 22 დამუშავებელი საფეიქრო ბოჭკოების ნარჩენი

07 ნარჩენები ორგანული ქიმიური პროცესებიდან

07 02 პლასტმასის, სინთეტური რეზინისა და ხელოვნური ბოჭკოვანი მასალების წარმოების, მიღების, მიწოდებისა და გამოყენების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები

07 02 13 პლასტმასის ნარჩენი

10 არაორგანული ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება თერმული პროცესების შედეგად

10 01 ნარჩენები ელექტროსადგურებიდან და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოებიდან (გარდა 19)

10 01 02 ნახშირის აქროლადი ნაცარი

10 02 ნარჩენები შავი მეტალურგიისა და ფოლადსასხმელი ინდუსტრიიდან

10 02 01 წიდის გადამუშავების ნარჩენები

10 02 02 გადაუმუშავებელი წიდა

10 11 ნარჩენები მინისა და მინის პროდუქციის წარმოებიდან

10 11 12 ნარჩენი მინა, რომელსაც არ ვხვდებით 10 11 11 პუნქტში

15 შესაფუთი მასალის, აბსორბენტების, საწმენდი ნაჭრების, ფილტრებისა და დამცავი ტანისამოსის ნარჩენები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის სხვა პუნქტებში

15 01 შესაფუთი მასალა (ცალკეულად შეგროვებული შესაფუთი მასალის ნარჩენების ჩათვლით)

15 01 01 ქაღალდისა და მუყაოს შესაფუთი მასალა

15 01 02 პლასტმასის შესაფუთი მასალა

15 01 03 ხის შესაფუთი მასალა

15 01 04 ლითონის შესაფუთი მასალა

15 01 07 მინის შესაფუთი მასალა

16 ნარჩენი, რომელიც სხვა პუნქტებში გათვალისწინებული არ არის

16 01 ხმარებიდან ამოღებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის მოწყობილობები) და მწყობრიდან გამოსული და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოებიდან მიღებული ნარჩენები (13, 14, 16 06 და 16 08- გარდა)

16 01 17 შავი ლითონი

16 01 18 ფერადი ლითონები

16 01 19 პლასტმასი

16 01 20 მინა

17 სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები (ასევე მოიცავს საგზაო სამუშაოების ნარჩენებს)

17 02 ხე, მინა და პლასტმასი

17 02 01 ხე

17 02 02 მინა

17 02 03 პლასტმასი

17 04 მეტალები (მოიცავს მათ შენადნობებსაც)

17 04 01 სპილენძი, ბრინჯაო, თითბერი

17 04 02 ალუმინი

17 04 03 ტყვია

17 04 04 თუთია

17 04 05 რკინა და ფოლადი

17 04 06 თუნუქი

17 04 07 შერეული ლითონები

17 04 11 კაბელები, რომლებსაც არ ვხვდებით 17 04 10 პუნქტში

19 ნარჩენები, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების, ჩამდინარე წყლების გადამამუშავებელი საწარმოებისა და წყლის ინდუსტრიიდან

19 12 ნარჩენები მექანიკური დამუშავებიდან (მაგალითად დახარისხება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება), რომლებიც არ არის განსაზღვრული აღნიშნულ კატეგორიაში

19 12 01 ქაღალდი და მუყაო

19 12 02 შავი ლითონი

19 12 03 ფერადი ლითონები

19 12 04 პლასტმასი

19 12 05 მინა

19 12 07 ხე, რომელსაც არ ვხვდებით 19 12 06 პუნქტში

19 12 08 ქსოვილები

20 მუნიციპალური ნარჩენები და მსგავსი კომერციული, საწარმოო და დაწესებულებების ნარჩენები, რაც ასევე მოიცავს მცირედი ოდენობებით შეგროვებული ნარჩენების ერთობლიობას

20 01 განცალკევებულად შეგროვებული ნაწილები (გარდა 15 01)

20 01 01 ქაღალდი და მუყაო

20 01 02 მინა

20 01 10 ტანისამოსი

20 01 11 საფეიქრო ნაწარმი

20 01 38 ხის მასალა, რომელიც არ გვხვდება 20 01 37 პუნქტში

20 01 39 პლასტმასი

20 01 40 ლითონები“.


[1] გასაგებია, რომ ასეთი ნარჩენები სრულად პოლიმერიზებულია

[2]პოსტსამომხმარებლო ნარჩენები გამოირიცხება ამ ჩამონათვალიდან:

-არ უნდა ხდებოდეს ნარჩენების შერევა;

-აუცილებელია ღია წვის პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა.