დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის“ (აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) ფარგლებში, საქართველოში სხვადასხვა საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური პროექტების მომზადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 960 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021462 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №960
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის“ (აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) ფარგლებში, საქართველოში სხვადასხვა საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური პროექტების მომზადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის“ (აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) ფარგლებში, შემდეგი საავტომობილო გზების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური პროექტების დაფინანსების შესახებ:
| საავტომობილო გზის დასახელება | განსახორციელებელი საქმიანობა |
| თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხე და წნორი-ლაგოდეხი | ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება |
| თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხე | დეტალური პროექტირება |
| რუსთავი-წითელი ხიდი და რუსთავი-სადახლო | ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება |
| რუსთავი-წითელი ხიდი | დეტალური პროექტირება |
| ჟინვალი-ლარსი | წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება |
| ჟინვალი-ლარსი | ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება |
| ქვეშეთი-კობი | დეტალური პროექტირება |
| სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზა (ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი გზის გათვალისწინებით) | ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. |
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს მსოფლიო ბანკს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის“ (აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) ფარგლებში, ამ განკარგულების პირველ პუნქტში ჩამოთვლილი გზების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები