საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016269
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30/2016
08/06/2016
ვებგვერდი, 08/06/2016
010190020.15.008.016269
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/06/2016 - 14/07/2016)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2016

2016 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია.
მუხლი 2
დაევალოს სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ინსტრუქციისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 31 მარტის №161/2016, №162/2016, №163/2016 განკარგულებების საფუძველზე, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების პროექტების მომზადება და ცესკოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი