„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 50/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016289
50/2016
14/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010190020.15.008.016289
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №50/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 08/06/2016, 010190020.15.008.016269) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XIV. ამომრჩეველთა სპეციალური სია

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და სპეციალური წოდების მქონე პირების, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
  • იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან;
  • იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან;
  • იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან.
  • იღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების შესახებ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და სპეციალური წოდების მქონე პირების, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
  • იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან;
  • იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან;
  • იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;
  • იღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი