დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აბკ სტუდიის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 682 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021281 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №682
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „აბკ სტუდიის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსმიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „აბკ სტუდიის“ მიერ მხატვრული ფილმის - „მძევლების“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „აბკ სტუდიისათვის“ (ს/კ: №204395831) სათანადო დახმარების გაწევა და 9 (ცხრა) დღის ვადით, შპს „აბკ სტუდიის“ მიერ 365 (სამას სამოცდახუთი) ლარის სანაცვლოდ (მიმღები: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, მიმღების ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 302006500), დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა და 50 (ორმოცდაათი) სამხედრო მოსამსახურით მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი
1. 7,62X39 მმ ავტომატი „AKM“-50 (ორმოცდაათი) ერთეული.
2. ავტომანქანა „კამაზი“ – 2 (ორი) ერთეული.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები