დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 681 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021280 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №681
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 აპრილის №5/17084 გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში მდებარე ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
| № | მისამართი | შენობა-ნაგებობ(ებ)ის ჩამონათვალი და ფართობი (კვ.მ) | მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ) | საკადასტრო კოდი |
| 1 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გონიო | 1 სართული 9,66 კვ.მ ფართი | წილობრივი | 05.36.24.309.01.503 |
| 2 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გონიო | 1 სართული 6,24 კვ.მ ფართი | წილობრივი | 05.36.24.309.01.502 |
| 3 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გონიო | 1 სართული 9,46 კვ.მ ფართი | წილობრივი | 05.36.24.309.01.501. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები