„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12187
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016372
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12187
28/04/2016
ვებგვერდი, 06/05/2016
000000000.00.00.016372
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1218 7

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 . „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის

 

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს საბაჟო კონტროლის სამმართველოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“;

 

ა.ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით ეგზავნება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს საბაჟო კონტროლის სამმართველოს.“;

 

ა.გ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე.“;

 

ა.დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დათვალიერების შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არაუგვიანეს 17.00 საათი. გეზ-ში ან საბაჟო დეპარტამენტის  საქონლის გაფორმების სამმართველოში წარდგენილი საქონლის დათვალიერების ელექტრონულ შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 2 საათი.“;

 

ა.ე) 22-ე მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სასაქონლო ექსპერტიზის (საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით) შედეგებზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო გასცემს:

ა) „ექსპერტის დასკვნას _ ფორმა №1“ (დანართი №III–04) − ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) „ექსპერტის დასკვნას _ ფორმა №2“ (დანართი №III–05) − ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-სა და „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №2“-ს ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტი, რომელიც ატარებს შესაბამის სასაქონლო ექსპერტიზას, ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც დასკვნის გასაცემად გააჩნია სპეციალური ცოდნა.“;

 

ა.ვ) დანართი №III–05 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

„დანართი №III–05

                                 თარიღი: --/--/----

 

 

 

საბაჟო დეპარტამენტის

საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს

ექსპერტის დასკვნა № 001/001

 

-------------------------------------- შესახებ

(ფორმა №2)

 

გაფრთხილება

ჩემთვის, როგორც ექპერტისათვის ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტის უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებული ვარ, რომ ყალბი დასკვნის მომზადებისათვის ან საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობისათვის დამეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

 

ექსპერტი

 

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი და

თნამდებობა

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

ბრძანების ან/და

სერტიფიკატის ნომერი

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება (არსებობის შემთხვევაში)

 

 

დამკვეთი

 

სახელი, გვარი/იურიდიული პირის დასახელება

 

პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი

მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ელ.მისამართი/ ტელეფონი

 

 

 

 

წარმომადგენლის სახელი, გვარი

 

 

 

 

 

 

 

 

დასმული კითხვები

(დანიშნული ექსპერტიზის სახეობა და ინფორმაცია გამოსაკვლევი საქონლის შესახებ)

 

დასკვნა

(ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. არსებობის შემთხვევაში, მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის №, გვერდების რაოდენობა).

 

ექსპერტის ხელმოწერა:

 

წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და გამოსაკვლევი საქონლის ჩამონათვალი:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი:

(საქონლის აღწერილობა, რაოდენობა, მდებარეობა, ექსპერტიზის ჩატარების ადგილის დასახელება და მისამართი, დამსწრე პირები, ინფორმაცია ნიმუშების აღების შესახებ (აქტის №)

 

მომზადებული დასკვნის დასაბუთება

(რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, არსებობის შემთხვევაში მიეთითება დასკვნის დანართები (დანართის №, გვერდების რაოდენობა).

 

 

ექსპერტის ხელმოწერა: ---------------------------. “;

 

ა.ზ) 34-ე მუხლის:

ა.ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი იდენტიფიკაციის საშუალებებს გასცემს, გაფორმების ეკონომიკური ზონის ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ თანამშრომელზე, რომელიც პასუხისმგებელია იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე.“;

ა.ზ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკური ზონის და საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს „იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №IV–01), ინახავს დაცულ ადგილას და საჭირო რაოდენობას გასცემს სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკური ზონის ან განყოფილების პასუხისმგებელ თანამშრომელზე ან ცვლის უფროსზე, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.

4. საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკური ზონის, განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლების ან ცვლის უფროსების მიერ მიღებული და გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებები ასევე აღირიცხება ჟურნალში (დანართი №IV–01).“;

ა.ზ.გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ №IV–03 დანართის ფორმით, გაფორმების ეკონომიკური ზონის, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს და საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს. ეს ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.

9. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი ახორციელებს გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურებას და შედეგებს ასახავს აქტში №IV–04 დანართის შესაბამისად. “;

 

ა.თ) დანართი №IV–01 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №IV–01

 

იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის

ჟ უ რ ნ ა ლ ი

მიღებულია (მონიშნეთ გახაზვით):

- ფინანსური

 დეპარტამენტიდან

- გაფორმების ეკონომიკური ზონის, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომლისაგან 

გაცემულია

იდენტ. საშუალების დასახელება და დიაპაზონი №-დან − №-მდე

იდენტ. საშუალე - ბის რაოდე - ნობა ცალო - ბით

მიღე - ბის თარი - ღი

პასუხის - მგებელი თანამ - შრომლის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა

 

სტრუქტ - ურული ქვედა-ნაყოფის დასახე-ლება

იდენტ. საშუა-ლების დასახე-ლება და დიაპა-ზონი №-დან −№-მდე

იდენტ. საშუა - ლების რაო - დე-ნობა ცალო - ბით

გაცე - მის თარიღი

საქონლის გაფორმების სამმართველოს, გეზის, განყოფილების ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომლის, ცვლის უფროსის ან გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი და გვარი გარკვევით, პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი,

ხელმოწერა

                 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 “’

 

 

ა.ი) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გრაფა 13 „მომსახურების საფასური“ – ივსება მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში და აღინიშნება:

ა) ციფრი „0“ – მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებისას;

ბ) ციფრი „1“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

გ) ციფრი „2“ – საქონლის დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე ან როდესაც „ASYCUDA“-ში დაშვებული პირი, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროს ახორციელებს დეკლარირებას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა);

დ) ციფრი „3“ – როდესაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს;

ე) ციფრი „4“ − საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

ვ) ციფრი „5“ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს.“;

 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №13442 - ვებგვერდი, 19.05.2016წ.

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები

 

კოდი

მისამართები

1

 

 

 

 

11111; 99111

 

 

20111

 

 

20002

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“:

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობში წარდგენილი საქონლის გაფორმებისათვის).

2

 

 

 

69221; 99221

 

 

69000; 99000

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ (2016 წლის 1 დეკემბრამდე):

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის).

3

 

 

11112; 69600; 99112

 

 

 

 

 

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი":

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (მათ შორის, საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11;

 

20112

 

 

 

 

 

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

69605

 

ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა.

 

4

 

 

11113; 69500; 99113

 

20113

 

 

69510

 

 

 

 

69511

 

 

 

 

69555

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი":

 

ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32;

 

ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა.

5

 

 

11114; 99114

 

20010

 

 

20114

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი":

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის);

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის).

 

6

 

 

 

20002

 

 

 

69043

 

 

 

 

 

 

 

 

 

 69250

 

საქონლის გაფორმების სამმართველო:

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);

 

ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა.

 

7

 

 

 

69017; 99017

 

20002

 

 

 

69070

თელავის განყოფილება:

 

ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41;

 

ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა.

8

 

 

69300; 99300

 

20002

 

 

69350

ახალციხის განყოფილება:

 

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;

 

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა.

 

9

 

 

69400; 99400

 

20004

 

  

69450

ქუთაისის განყოფილება:

 

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5;

 

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა.

 

10

 

 

69014; 99014

 

20002

 

 

69050

რუსთავის განყოფილება:

 

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;

 

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა.

 

11

 

 

11116; 99116

 

 

11115; 99115

 

 

 

 

20116

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“:

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის).“.

 

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 3 მაისიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                      გ. თაბუაშვილი