დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №12187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13442 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 18/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016375 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №13442
2016 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №12187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1 . „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №12187 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ი) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები