სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016270
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
010250050.35.108.016270
სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/05/2016 - 15/01/2018)

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2016 წლის 28 აპრილი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი (დანართი №1);

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა



დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა (შემდგომში ,,გამგებელი“)  და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.


მუხლი 2. გამგებლისა და საკრებულოს  წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

2. გამგებელი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული  შემთხვევებისა.

3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.


მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს  საჯარო ანგარიშების განხილვას.

2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

3. გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.


მუხლი 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.


მუხლი 5. საჯარო შეხვედრების ორგანიზება
 

1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.

2. გამგებლის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.

3. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
 

   ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.



დანართი №2
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის

 შესახებ ანგარიშის ფორმა


საკრებულოს წევრის სახელი, გვარი    _________________________________________________

თანამდებობის დასახელება   _________________________________________________________

ფრაქციის დასახელება  ______________________________________________________________
კომისი(ებ)ის დასახელება  ___________________________________________________________

არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________

საანგარიშო  პერიოდი  20 ___ წლის  _______  -დან  20 _____  წლის ___________ მდე.

ანგარიშის ტიპი  (რიგითი, რიგგარეშე)  ________________________________________________

  1. საანგარიშო  პერიოდში  განხორციელებული საქმიანობა:
  1. სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა   __________

    საკრებულოს   სხდომებზე  დასწრება  _____________

  1. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა  _____________  მ/შ  დროებითი კომისიების __________

   კომისიის  სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ  დროებითი კომისიების _______________

  1. სულ ფრაქციების სხდომების  რაოდენობა  ___________

    ფრაქციის  სხდომებზე დასწრება ___________________

  1.  საკრებულოს წევრების მიერ  მხარდაჭერილი  მნიშვნელოვანი  საკითხები 

__________________________________________________________________________________

5.  ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა 

___________________________________________________________________________________

6. მოქალაქეებთან შეხვედრების  რაოდენობა _____________  და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _____________

7.  მოქალაქეებთან შეხვედრისას  გამოთქმული ძირითადი საკითხები

___________________________________________________________________________________

8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)

________________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

II. საკრებულოს წევრის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა  საქმიანობა

___________________________________________________________________________________

შევსების  თარიღი  _________________

წარდგენის  თარიღი  _______________

ხელმოწერა  _______________ .