დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016368 |
|
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში „ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილება ში (www. matsne.gov.ge; 04/05/2016; სარეგისტრაციო კოდი : 010250050.35.108.016270) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები : ა ) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ”; ბ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ”; გ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,1. ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი ”) და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი “) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს , ვადებსა და სამართლებრივ პირობებს .”; დ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,მუხლი 2. მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან , წელიწადში ერთხელ მაინც , არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა , მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ . 2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს , საკუთარი შეხედულებისამებრ , გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა . 3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში , ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში , რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეული - საკრებულოს აპარატი და /ან პირველადი სტრუქტურული ერთეული – მერიის ადმინისტრაციული სამსახური . 4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით , ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით . ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო , ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება .”; ე ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს .”; ვ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -4 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,1. მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც , პირველადი სტრუქტურული ერთეულები – საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში . 2. მერის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში .”; ზ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,მუხლი 5. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი , მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით . 2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები . 3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი . ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი , ოქმის ნომერი , გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია . ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო -ვიდეოტექნიკის გამოყენებით .”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები