საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4953-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018098
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4953-IIს
13/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
020000000.05.001.018098
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/04/2016 - 21/12/2016)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 696 მუხლი:

„მუხლი 696. ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მომსახურების მიღება –

გამოიწვევს ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარით.

3. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მიერ მომსახურება –

გამოიწვევს არასერტიფიცირებული ტექნიკოსის დაჯარიმებას 200 ლარით. 

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს არასერტიფიცირებული ტექნიკოსის დაჯარიმებას 400 ლარით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 79–796 მუხლები:

„მუხლი 794. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დარღვევა, ან ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება, ან აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებებით ვაჭრობა

1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 20 ლარით.

3. აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი –

გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 30 ლარით.

4. ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

5. აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებებით ვაჭრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

მუხლი 795. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

მუხლი 796. ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82და 824 მუხლები:

„მუხლი 823. „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნების დარღვევა

1. „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებული სარეგისტრაციო ჟურნალის გამოუყენებლობა ან მისი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით წარმოება –  

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით.

2. მაცივარაგენტების წლიური მოხმარების შესახებ მონაცემების „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილი ფორმით ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით.

მუხლი 824. საქართველოს სტანდარტის – „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების“ მოთხოვნათა დარღვევა ან შეუსრულებლობა

საქართველოს სტანდარტის – „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების“ მოთხოვნათა დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.“.

4. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე−573, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–82და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–89მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

5. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 79მუხლით (პესტიციდების იმპორტის ნაწილში) და 981, 1794 და 179მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.

6. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824, 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–89მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

7. 242-ე მუხლის 3ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ კოდექსის 796, 981, 179და 179მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.  

 მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 აპრილი 2016 წ.

N4953-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.